რეკომენდაცია - ონლაინ ვაჭრობის პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავება

2022-01-25 14:17:16
თუ ხართ ონლაინ ვაჭრობით დაკავებული პირი/ორგანიზაცია ან მომხმარებელი, რომელიც ხშირად სარგებლობს ონლაინ შესყიდვებით - ეს სახელმძღვანელო თქვენთვისაა!
COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში ციფრული ეკონომიკა და ონლაინ ვაჭრობა კიდევ უფრო განვითარდა. შესაბამისად, გაიზარდა ონლაინ ვაჭრობის პროცესში მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების არაკანონიერად დამუშავების რისკები.
გაეცანით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადებულ რეკომენდაციას - ონლაინ ვაჭრობის პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
 რეკომენდაცია ეფუძნება ეროვნულ კანონდებლობას და ევროპულ სტანდარტებს. ასევე, მასში გათვალისწინებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საუკეთესო პრაქტიკა, სავაჭრო ორგანიზაციების წერილობითი გამოკითხვებისა და სამიზნე აუდიტორიასთან განხორციელებული ინტერვიუების შედეგები.
რეკომენდაცია მომზადდდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) პროექტის მხარდაჭერითა და საკონსულტაციო კომპანია შპს „იუაი“-სთან თანამშრომლობით.