შრომითი ურთიერთობების ფარგლებში პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების კრებული

2022-01-24 11:23:24
გაეცანით შრომითი ურთიერთობების ფარგლებში პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების კრებულს:

👉🏻
https://personaldata.ge/.../gadawyvetilebebis-krebuli...
 ეს არის მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც სამსახურის მიერ 2016-2021 წლებში შრომით ურთიერთობებში მონაცემების დამუშავების თაობაზე შესწავლილ 25 რეალურ საქმეს აერთიანებს.
 კრებულში სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებებთან ერთად, მოცემულია რეკომენდაციები მსგავსი დარღვევების პრევენციისთვის, ასევე, საერთაშორისო რეგულაციები და ანალოგიური შემთხვევებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.
კრებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) პროექტის მხარდაჭერით მომზადდა.