თუ გაქვთ შეკითხვები პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით, ფლობთ ინფორმაციას შესაძლო კანონდარღვევის შესახებ, ან მიგაჩნიათ, რომ თქვენს მონაცემებს უკანონოდ ამუშავებენ - ამ გვერდის საშუალებით შეგიძლიათ მარტივად დაგვიკავშირდეთ და იმოქმედოთ თქვენი და სხვისი უფლებების დასაცავად.
თუ ფლობთ ინფორმაციას შესაძლო კანონდარღვევის შესახებ და გსურთ, რომ აცნობოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, ამ გვერდის საშუალებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ შეტყობინება. ამისთვის პირველ რიგში უნდა შეავსოთ „შეტყობინების“ ველი და მოგვაწოდოთ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია დარღვევის შინაარსის, ადგილის, დროის და სავარაუდო კანონდამრღვევის შესახებ.
შეტყობინების გამოგზავნისას სასურველია მიუთითოთ საკონტაქტო მონაცემები, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში შევძლოთ თქვენთან დაკავშირება. თუმცა, თუ ანონიმურად დარჩენა გსურთ, შეავსეთ მხოლოდ ერთი სავალდებულო ველი.
შეტყობინების გამოგზავნა შეგიძლიათ ჩვენი მობილური აპლიკაციის მეშვეობითაც.
თქვენი შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა.
შემოიტანეთ განცხადება
თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებენ და გსურთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა რეაგირება მოახდინოს, უნდა მოგვმართოთ განცხადებით. განცხადების შემოტანა შეგიძლიათ როგორც ჩვენს ოფისში: თბილისი, ვაჩნაძის ქუჩა № 7, ასევე ელექტრონულად.
ელექტრონული ფორმით განცხადების შემოსატანად შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ განცხადების ფორმა და შევსებული, ხელმოწერილი და დასკანერებული გამოგვიგზავნოთ მისამართზე: office@pdps.ge. სამსახური გთავაზობთ უფრო მოქნილ შესაძლებლობასაც: დარეგისტრირდით საქმის წარმოების სისტემაში, სადაც ერთ ონლაინ სივრცეში შეძლებთ როგორც განცხადების შემოტანას, ასევე მისი განხილვის პროცესისთვის თვალყურის დევნებას და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას.
თქვენ იმყოფებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies)
„მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე „მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე, სამსახურმა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ახალი მიმართულება დაიწყო
2021-12-09 13:03:10
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ახალი მიმართულება დაიწყო. ახალი ინიციატივის პრეზენტაცია საჯარო და კერძო სექტორის, აკადემიური წრის, საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა. ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ, სოფიო ჯიაძემ და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, სტეფან სირბუმ გახსნეს.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სხვადასხვა სფეროში ყოველდღიურად იზრდება, რაც ამ მიმართულებით ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.
პროექტის განხორციელებაში ევროპის საბჭოს მიერ მოწვეული ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან. ინიციატივის მიზანია აღნიშნული მიმართულებით ხელი შეუწყოს სამსახურის შესაძლებლობების, პროფესიული რესურსისა და მიზნობრივ ჯგუფებთან თანამშრომლობის გააქტიურებას. პროექტი მოიცავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჭიროებების კვლევას, პრაქტიკისა და საკანონდებლო ჩარჩოს ანალიზს, სამსახურისთვის სტრატეგიული ხედვის მომზადებას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და სხვა სამომავლო ინიციატივების მხარდაჭერას.
დისტანციური შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები დეტალურად გაეცნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხედვასა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს. შიდა რესურსის გაძლიერებასთან ერთად, სამსახურის მიზანია ხელი შეუწყოს ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებას და კოორდინირებულ საქმიანობას, ტექნოლოგიების განვითარების სწრაფი ტემპის კვალდაკვალ - პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
ღონისძიების ფარგლებში, საინტერესო დისკუსია გაიმართა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესში პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სხვა დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე. ამასთან, მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე შეთანხმდნენ.