სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე სალომე ბახსოლიანმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - ,,ფარული მიყურადება - უფლებრივი, სოციალური და პოლიტიკური ასპექტები"
2021-12-08 17:48:06
სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე სალომე ბახსოლიანმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - ,,ფარული მიყურადება - უფლებრივი, სოციალური და პოლიტიკური ასპექტები".
სალომე ბახსოლიანმა კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა - ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის შედეგებისა და ამ მიმართულებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ. გამოსვლის ფარგლებში მან აქცენტი გააკეთა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საკანონმდებლო ბერკეტებსა და კონტროლის მექანიზმებზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელსაც მინიჭებული აქვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის ფუნქცია, აკონტროლებს მოსამართლის განჩინებისა ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პროკურორის მოტივირებული დადგენილებით მიმდინარე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კი, სახელმწიფო ინსპექტორი ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ რეაგირებას. თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმიანობის განხორციელებისას მიიჩნევს, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობებს უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საზედამხედველო უფლებამოსილება არ ვრცელდება სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვის, სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობების მიზნებისათვის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე.
კონფერენცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.
კონფერენციის მიზანს ფარული მოსმენებისა და მიყურადების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი წარმოადგენდა. შეხვედრაზე განხილული იყო ფარული მოსმენების საკანონმდებლო და ინსტიტუციური საკითხები.