სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე სალომე ბახსოლიანი კონფერენციას - „კიბერ და ციფრული უსაფრთხოება“ დაესწრო
2021-10-29 16:25:41
სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე სალომე ბახსოლიანი ყაზახეთის რესპუბლიკის საერთაშორისო გამოფენისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ III საერთაშორისო კონფერენციას - „კიბერ და ციფრული უსაფრთხოება“ დისტანციურად დაესწრო.
სალომე ბახსოლიანმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით ბოლო ათწლეულში განხორციელებული რეფორმები და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამოცდილება გაუზიარა. ამასთან, ისაუბრა თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობასა და მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
კონფერენციაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მასპინძელი მხარის მოწვევით ჩაერთო.