სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შრომითი ურთიერთობების პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე კერძო კომპანიებთან შეხვედრა გამართა

2021-09-29 10:49:16
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა  შრომითი ურთიერთობების პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე  კერძო კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს დამსაქმებლების ცნობიერების ამაღლება და დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტის ამაღლება წარმოადგენდა.

ღონისძიებას სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე სალომე ბახსოლიანი და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე არჩილ ჯაველიძე უძღვებოდნენ. 

შეხვედრაზე რომელსაც 70-მდე კერძო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა ყურადღება გამახვილდა იმ ძირითად საკანონმდებლო რეგულაციებზე, რაც დამსაქმებლებმა შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების დაცვისას უნდა გაითვალისწინონ. ასევე, მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრაქტიკასა და გამოცდილებაზე.

შეხვედრა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან და იურიდიული კომპანია JG Counselors-თან თანამშრომლობით განხორციელდა.