სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა
2021-09-28 14:07:52
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა.
შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და ასევე, უწყებების იურიდიული სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი უწყებებს შორის კოორდინაციის კიდევ უფრო გაძლიერება და წინასაარჩევნო პროცესისა და კენჭისყრის დღეს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვა იყო.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა პოლიტიკური არჩევანის კონფიდენციალობის დაცვის მნიშვნელობასა და ამ მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გამახვილდა. ასევე, ამომრჩეველთა უფლებების დარღვევის პრევენციის მიზნით, ხაზგასმული იქნა ცნობიერების ამაღლებისა და სამართალშემოქმედებით პროცესში უწყებებს შორის აქტიური კოორდინაციის მნიშვნელობა.