საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის

2021-07-10 12:00:53

თუ ხარ:

🎯 მოტივირებული;
🚀 აქტიური;
🎓საქართველოში ავტორიზებული რომელიმე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3, მე-4 კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი;

გაინტერესებს:

🛡პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;
🛡პერსონალური მონაცემები;
🛡ადამიანის უფლებები;

მაშინ ეს პროექტი შენთვისაა!

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), საქართველოში ნიდერლანდების საელჩოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს Sida-ს მხარდაჭერით, აცხადებენ მიღებას ერთობლივ საზაფხულო სკოლაში თემაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვა“.

➡️ რას გთავაზობთ?

ჩაერთე საზაფხულო სკოლაში, გაიღრმავე ცოდნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით, შეიძინე ახალი მეგობრები და გაატარე 5 დღე საინტერესო ატმოსფეროში.

➡️ როდის?

2-7 აგვისტოს.

➡️ სად?

სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“, ჩაქვი.

➡️ როგორ მიიღო მონაწილეობა?

გამოგზავნე CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვის მოცულობის) 20 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელ. ფოსტაზე - summerschool@stateinspector.ge

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტები შეირჩევიან სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე.