სახელმწიფო ინსპექტორი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

2021-06-16 19:28:20

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად განიხილა საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობა და ამ სფეროში არსებული გამოწვევები, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის პროექტის მიღების მნიშვნელობა, ასევე, სამსახურის მუშაობა საგამოძიებო მიმართულებით და უწყების გაძლიერების მიზნით გადასადგმელი საკანონმდებლო და პრაქტიკული ნაბიჯები.

პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სამომავლო ინსტიტუციური განვითარების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეები სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.