1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!

2021-06-01 15:24:06

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის არასრულწლოვნების უფლებების დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

სამსახური ყოველწლიურად არაერთ აქტივობას და ღონისძიებას ატარებს ბავშვის უფლებების დაცვის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით.

ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.