ფოტოკონკურსის „ჩემი პერსონალური მონაცემები ჩემია“ გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდნენ
2021-03-12 11:38:41
I ადგილის მფლობელი ფოტო
პერსონალურ მონაცემთა დაცვა იწყება განათლებით - თამარ ხუციშვილი, ქ. ქარელის მე-2 საჯარო სკოლა, მე-11 კლასი.
II ადგილის მფლობელი ფოტო
ქვითრები ცვივა და პერსონალური მონაცემები მღერიან - თათია ქობულაძე, თბილისის 174-ე საჯარო სკოლა, მე-11 კლასი.
ფოტოზე ასახულია ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მისი პერსონალური მონაცემების დაცვისას და მისი გასაჯაროების შემდგომ. დავიცვათ ჩვენი მონაცემები, რომ ვიყოთ ბედნიერები - ანა კურტანიძე, სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ მინაძის საჯარო სკოლა, მე-6 კლასი.
ხალხის რჩეული ფოტო
როცა იცი რა არის შენი პერსონალური მონაცემები, შენი უფლებაა დაიცვა ის და იგივე მოსთხოვო სახელმწიფოსაც -
სოფო კაბულაშვილი, თბილისის თამარ მეფის სახელობის გიმნაზია, მე-10 კლასი.
სამსახურის რჩეული ფოტო აქტუალური საკითხის წარმოჩენისთვის
... ბავშვებმა უნდა გამოიყენონ მხოლოდ დაცული საიტები და დააყენონ ძლიერი პაროლები, არ ენდოთ უცხოებს! პირადი ინფორმაციის დაცვა ინტერნეტსა და რეალურ ცხოვრებაში აუცილებელია! - დავით ბენიძე, ქ. წყალტუბოს მე - 4 საჯარო სკოლა, მე-5 კლასი.
სამსახურის რჩეული ფოტო აქტუალური საკითხის წარმოჩენისთვის
მნიშვნელოვანია, პატარა ასაკიდანვე ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია ჩვენს შესახებ პერსონალურია და ვიზრუნოთ მის დაცვაზე - კესო კონდახიშვილი, თბილისის კერძო სკოლა „ჯეჯილი“, მე-5 კლასი.