სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების შეხვედრა

2021-03-12 10:53:05
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის, სამსახურის ქვემდებარე მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის მიმართულებებით ორივე სამსახურის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობა და ამ სფეროებში არსებული საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები.

ღონისძიება გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით გაიმართა.