,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩებმა“ ცნობიერების ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონებში დისტანციური შეხვედრები გამართეს
2020-12-31 10:58:18
საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა სხვადასხვა სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა, მათი არაკანონიერი მოპოვების, გამოყენების, გავრცელების ან სხვაგვარი დამუშავების გავლენა ადამიანის უფლებებზე და მონაცემთა დაცვის სფეროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილება.


2021 წლიდან სამსახური აღნიშნული ფორმატის გააქტიურებასა და რეგიონული დაფარვის გაფართოებას გეგმავს.