იუსტიციის სახლის თანამშრომლებს პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ
2020-12-26 10:58:39
საჯარო უწყებები დაკისრებული ფუნქციების შესრულებისა თუ მოქალაქეებისთვის მომსახურების გაწევის მიზნით, დიდი მოცულობით პერსონალური მონაცემებს ამუშავებენ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების უმრავლესობა სწორედ იუსტიციის სახლის საქმიანობის ფარგლებშია მოქცეული. რისკების არასათანადო შეფასებამ ან მონაცემთა დასაცავად არასაკმარისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღებამ შესაძლოა შექმნას მონაცემების უკანონო დამუშავების საფრთხე და ზიანი მიაყენოს როგორც საჯარო დაწესებულების რეპუტაციას, ასევე კონკრეტული მოქალაქის ინტერესებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის პრიორიტეტულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. სამსახური მიზნობრივი ჯგუფების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.