სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არჩევნებზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო
2020-10-31 11:55:03აპლიკაცია, რომელიც სხვადასხვა საარჩევნო უბანზე დილიდან აქტიურად გამოიყენება, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესაძლებლობას იძლევა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაეცნო აპლიკაციის კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას მონაცემთა დაცვისთვის მიღებული კონკრეტული ზომების შესახებ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შესწავლის შედეგად შეაფასებს აპლიკაციის მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას და მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიღებულ ზომებს.
მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს და დაწესებულებას, მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვისა და უსაფრთხოებისთვის, რადგან ამომრჩეველთა უფლებების დაცვა დემოკრატიული არჩევნების აუცილებელი პირობაა