სახელმწიფო ინსპექტორის განცხადება არჩევნების დღესთან დაკავშირებით

2020-10-31 11:29:31
გაცნობებთ, რომ 31 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დღეს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.
არჩევნების დღეს პერსონალური მონაცემების შესაძლო უკანონოდ დამუშავების, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, საჯარო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ შესაძლო ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მოგვმართეთ დაუყოვნებლივ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში მყისიერ რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.
კონსულტაციის მისაღებად ან/და კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით:
ტელ.: 2 42 1000 (კონსულტაცია);
ცხელი ხაზი - 199 (დანაშაულის შესახებ შეტყობინება);
ელ-ფოსტა: office@stateinspector.ge;
ვებგვერდი: sis.gov.ge

ასევე, შეგიძლიათ მოგვმართოთ სამსახურის ოფიციალურ Facebook გვერდზე:

https://www.facebook.com/DPAGeorgiaOfficial

.

მისამართი: თბილისი, ნ. ვაჩნაძის ქუჩა N7.