სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები შიდა სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
2020-10-13 10:45:00
ღონისძიება ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა და მას სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია უძღვებოდა. სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე სოფიო ჯიაძე, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლზე პასუხისმგებელი დეპარტამენტებისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის პროექტის თითოეული მუხლის შინაარსი, პრაქტიკაში მათ გამოყენებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებული გამოწვევები, კანონის მიღებისა და მისი შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კანონის პროექტის ,,პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავების ფიზიკური პირების დაცვის შესახებ კონვენციასთან“ (,,108+ კონვენცია“) შესაბამისობის საკითხს. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ევროპის საბჭოს მიერ მომზადებული საექსპერტო მოსაზრება, რომელიც მიზნად ისახავს ქართული და ევროპული კანონმდებლობის მაქსიმალურად დაახლოებას.
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის მიღებით საქართველოს კანონმდებლობას გახდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და იქნება ამ სფეროში ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენციის მაღალი გარანტი.


ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტთან „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში" თანამშრომლობით განხორციელდა.