სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული სტანდარტის ამაღლების მიზნით სამართლებრივი მართლწერის თემაზე ტრენინგი გაიარეს
2020-10-02 23:15:58სასწავლო პროგრამა 2 ეტაპად განხორციელდა და სამართლებრივი წერისა და მართლწერის კომპონენტებს მოიცავდა. ტრენინგზე მონაწილეებმა დეტალურად გაიარეს სამართლებრივი მართლწერის მთავარი კომპონენტები და პრობლემური მხარეები.
პროგრამის ფარგლებში განხილული საკითხები ხელს შეუწყობს სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული სტანდარტის ამაღლებას და გადაწყვეტილებებისა თუ სხვა სახის დოკუმენტების შედგენის ხარისხის გაუმჯობესებას. კურსი, თეორიულ სწავლებასთან ერთად, დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით, რაც მონაწილეებს მიღებული ცოდნის ყოველდღიურ პრაქტიკაში გადატანის შესაძლებლობას მისცემს.
ტრენინგი ევროპის საბჭოს პროექტის „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში" მხარდაჭერით განხორციელდა.
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.