სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ხელოვნური ინტელექტის სფეროში პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე აქტიურ მუშაობას იწყებს
2020-07-30 10:19:58ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სხვადასხვა სფეროში ყოველდღიურად იზრდება, რაც ამ მიმართულებით ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის. შეხვედრაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა - დავით ყარაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფისა და ამ კუთხით სახელმწიფოს ერთიანი მიდგომის მნიშვნელობაზე.
ღონისძიების ფარგლებში, საინტერესო დისკუსია გაიმართა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესში პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სხვა დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე. ამასთან, მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მიზნობრივ უწყებებთან, ორგანიზაციებსა და საუნივერსიტეტო წრეებთან მჭიდრო კოორდინაციით, ეროვნულ დონეზე კვლევის ჩატარებას, შესაბამისი ინიციატივების მომზადებასა და აქტივობების განხორციელებას გეგმავს. აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული გამოწვევების საპასუხოდ კოორდინირებულ საქმიანობასა და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას.