ლონდა თოლორაიამ კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

2020-07-15 16:52:15

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან - კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

ლონდა თოლორაიამ და კრისტიან ურსემ იმ ერთობლივ პროექტებსა და ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ახორციელებს.

ლონდა თოლორაიამ ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების უდიდესი როლი და მნიშვნელობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებასა და გაძლიერებაში.

შეხვედრის ბოლოს, ლონდა თოლორაიამ კრისტიან ურსეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გაწეული მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე, გიორგი გამეზარდაშვილი და მოადგილე - სოფიო ჯიაძე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ევროპის საბჭოსთან მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას, როგორც პერსონალური მონაცემების დაცვის, ასევე საგამოძიებო მიმართულებით.