სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ტრეინინგი ჩაუტარდათ
2020-07-02 10:42:30სასწავლო პროგრამა ორიენტირებული იყო საგამოძიებო სპეციფიკაზე, პრაქტიკაში არსებულ ძირითად გამოწვევებსა და არსებულ მიდგომებზე. მონაწილეებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგად საკითხებთან ერთად, დეტალურად განიხილეს: მონაცემთა სუბიექტის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის უფლება, პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება, მონაცემთა დამუშავება საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების, მათ შორის, კომპიუტერული მონაცემების დამუშავებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესში.
ტრენინგს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამართალდამცავ სტრუქტურებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი მინდიაშვილი უძღვებოდა. სასწავლო პროცესს სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლები, ოპერატიული მუშაკები, ექსპერტ-კრიმინალისტები და გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) თანამშრომლები ესწრებოდნენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას დიდ ყურადღებას უთმობს და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.