სახელმწიფო ინსპქტორმა იურიდიულ კომიტეტს 2019 წლის ანგარიში წარუდგინა
2020-06-15 14:24:37ლონდა თოლორაიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს გასული წლის განმავლობაში, სამსახურში განხორციელებული მნიშვნელოვანი სიახლეები და რეფორმები გააცნო. მან ასევე ისაუბრა სამსახურის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე კონტროლისა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე მონიტორინგის პარალელურად, 2019 წელს, სამსახურს დაემატა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რამაც სამსახურის როლი და პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში კიდევ უფრო გაზარდა. საგამოძიებო მიმართულების ასამოქმედებლად, 2019 წელს არაერთი რეფორმა გატარდა.
სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის ანგარიშის შემდეგი განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე შედგება.