HELP - ონლაინ კურსები
2020-06-10 16:31:30სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები გადიან ევროპის საბჭოს HELP (ადამიანის უფლებების სწავლებას იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის) პროგრამის მიერ შემუშავებულ ონლაინ კურსებს.
HELP ონლაინ კურსებზე შესაძლებელია ისწავლოთ ისეთი თემების შესახებ, როგორიცაა:
-შესავალი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოზე, კურსი ასევე მოიცავს ახალ მოდულს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ. (ძველი ვერსია ადაპტირებულია ზოგიერთი ქვეყნის ეროვნულ კანონებთან);
- ანტი-დისკრიმინაცია;
- დაკავების ალტერნატიული ზომები;
- საიმიგრაციო დაკავების ალტერნატივები (მალე გამოქვეყნდება);
- თავშესაფარი და ECHR;
- ბიოეთეტიკა - ადამიანის უფლებების ძირითადი პრინციპები ბიო-მედიცინაში;
- ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესზე მორგებული მართლმსაჯულება;
- ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა;
- წამების პრევენციის კომიტეტი (CPT) სტანდარტები;
- მონაცემთა დაცვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სტანდარტები;
- ადამიანის უფლებები სპორტში;
- საპროცესო გარანტიები სისხლის სამართლის პროცესში და დაზარალებულთა უფლებები;
- არასათანადო მოპყრობის აკრძალვა;
- საკუთრების უფლებები;
- განაჩენის დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე;
- ლტოლვილი და მიგრანტი ბავშვები;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები;
- ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა.
სრული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზე: HELP კურსების კატალოგი https://rm.coe.int/council-of-europe-help-programme-catalogue-of-online-courses/16809e0eb7
ზოგიერთი კურსის გავლა შესაძლებელია ქართულ ენაზე და მოიცავს დამატებით მასალებს, რომლებიც ეხება საქართველოს კანონებს, პრეცედენტულ სამართალსა და კონტექსტს.