სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს პარლამენტს 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

2020-04-01 10:49:46

ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების მონიტორინგის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის, აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მიმართულებებით სამსახურის მიერ 2019 წელს განხორციელებული საქმიანობა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე.

ანგარიშის სრული ტექსტის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.