სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება
2020-03-12 17:44:27სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, გთავაზობთ სამსახურთან საკომუნიკაციოდ ისარგებლოთ არსებული დისტანციური საშუალებებით.
პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული განცხადებები/შეტყობინებები შეგიძლიათ გამოგზავნოთ:
⭕ელექტრონულ ფოსტაზე - office@stateinspector.ge;
⭕სამსახურის ვებგვერდზე (personaldata.ge) არსებული საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის - აპლიკაციის მეშვეობით;
⭕სამსახურის ოფიციალურ Facebook გვერდზე;
⭕მობილური აპლიკაციის inspect2 ის საშუალებით (აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია ანდროიდის სისტემის მობილური მოწყობილობებისათვის Google Play-დან და iPhone-ის ტელეფონებისათვის Play Story-დან).
პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე კონსულტაცია შეგიძლიათ მიიღოთ სატელეფონო ნომერზე დარეკვის (032 2 421000) ან ელექტრონულ ფოსტაზე office@stateinspector.ge მომართვის გზით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულებზე შეტყობინებები მიიღება:
⭕ ელექტრონულ ფოსტაზე - office@stateinspector.ge;
⭕ სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://sis.gov.ge) არსებული აპლიკაციის საშუალებით - https://stateinspector.ge/ka/place-your-statement ;
⭕ ცხელი ხაზის ნომერზე (199).