კიბერდანაშაულთან ბრძოლისა და კიბერგამძლეობის საკითხებზე თბილისში საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა

2020-02-27 12:20:37
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კიბერდანაშაულთან ბრძოლისა და კიბერგამძლეობის საკითხებზე ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი რეგიონული პროექტის ფარგლებში, თბილისში  საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების სტუმრებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა - სოფიო ჭარელმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის, მანდატის და ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის  შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებმა ინფორმაცია გაცვალეს სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მეთოდებთან, სამართლებრივ რეგულაციებთან და საშუალებებთან დაკავშირებით.

შეხვედრას  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და სხვა უწყებების, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები (სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსი), საერთაშორისო ორგანიზაციები და სერვისის მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.