სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია სახალხო დამცველს - ნინო ლომჯარიას შეხვედა

2019-12-18 16:40:31
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია სახალხო დამცველს - ნინო ლომჯარიას შეხვდა.
შეხვედრა 15 წლის არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით გაიმართა. სახელმწიფო ინსპექტორმა სახალხო დამცველს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ლონდა თოლორაიას განცხადებით, საქმის მიმდინარეობის პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად ითანამშრომლებს სახალხო დამცველის აპარატთან.