სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო
2019-12-13 15:31:59სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება. მათ შორის, შესაბამის პოლიციის განყოფილებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვის მიზნით.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებული არასრულწლოვანი ლ.ს.-ს თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის სისხლის სამართლის საქმე, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 13 დეკემბერს გამოსაძიებლად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გადმოეცა.