სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა
2019-12-12 10:54:57ღონისძიებაზე მოსულმა სტუმრებმა სახალისო და საინტერესო აქტივობების საშუალებით ადამიანის უფლებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და ამ მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდეს პერსონალური მონაცემების დაცვისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ. ასევე, ცნობიერების ამაღლების მიზნით მათ ბრენდირებული ნივთები და ტკბილეული საჩუქრად გადასცეს.
ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა და მასში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.