სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი პროექტის -“პერსონალური ინფორმაციის დაცვა, როგორც სექსუალური და რეპროდუქციული უფლება„ დახურვას დაესწრო

2019-12-05 19:15:22
ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI-ის პროექტის “პერსონალური ინფორმაციის დაცვა, როგორც სექსუალური და რეპროდუქციული უფლება„ შემაჯამებელ ღონისძიებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი - ლიკა ტანიაშვილი დაესწრო.

შეხვედრის დამსწრეებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი ლიკა ტანიაშვილი სამსახურის ხედვაზე, არასრულწლოვანთა და ახალგაზრდების პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით ეროვნულ დონეზე გადადგმულ ნაბიჯებზე, პერსპექტივებზე და გამოწვევებზე ესაუბრა.

შეხვედრის მონაწილეებმა პანელური დისკუსიის ფარგლებში პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებისას შესაბამისი უწყებების რეაგირების ეფექტური მექანიზმების განვითარებასა და საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

პროექტი “ქალთა ფონდი საქართველოში„ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.