სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის საკითხზე მომუშავე სპეციალური კომიტეტის პირველ შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა
2019-11-26 15:41:24კომიტეტში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილი ექსპერტები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და დამკვირვებელი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პირველ შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კვლევების მენეჯერი, დავით ყარაშვილი ესწრებოდა.
ხელოვნური ინტელექტის საკითხზე მომუშავე სპეციალური კომიტეტი (CAHAI) ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ არის შექმნილი. CAHAI მრავალმხრივი კონსულტაციების საფუძველზე, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ევროპის საბჭოს მიერ აღიარებულ სტანდარტებზე დაყრდნობით, შეაფასებს ხელოვნური ინტელექტის განვითარების, შექმნისა და გამოყენების საერთაშორისო დონეზე რეგულირების საჭიროებას.
კომიტეტი 2021 წლის ჩათვლით იმუშავებს, რომელიც თავისი საქმიანობის პირველ პროგრეს-ანგარიშს 2020 წლის 31 მაისისთვის წარუდგენს მინისტრთა კომიტეტს.