სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ გამართულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

2019-11-20 14:53:55
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა აუდიტორმა არჩილ ჯაველიძემ ფორუმში „თანამედროვე გამოწვევები, თანამედროვე გადაწყვეტებით“ მიიღო მონაწილეობა. ფორუმი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ეგიდით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიებაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა აუდიტორმა არჩილ ჯაველიძემ დამსწრე პირებს  ის გამოწვევები გააცნო, რომელიც  არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას და მათ თავისუფალ განვითარებას უკავშირდება.

„არას­რულ­წლო­ვნების სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის სა­კი­თხი. შესაბამისად, წელს ჩა­ტარ­და და ამ­ჟა­მა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის, ბაგა-ბა­ღე­ბის შე­მოწ­მე­ბა. ასე­ვე, მიმდინარეობს პო­ლიკ­ლი­ნი­კებ­ში პე­დი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კებ­ში აღ­რი­ცხვა­ზე მყო­ფი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა“, - განაცხადა არჩილ ჯაველიძემ.

ამასთან, ფორუმის ფარგლებში განხილული იყო საკანონმდებლო ცვლილებები არასრულწლოვნების მონაცემების დამუშავების ნაწილში და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით შემუშავებული რეკომენდაციები.

ფორუმი  გაეროს მიერ დაწესებულ ბავშვთა მსოფლიო დღესთან (20 ნოემბერი) დაკავშირებით ჩატარდა და მისი მიზანი იყო, ბავშვთა განვითარებისა და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის და პირებისთვის საინფორმაციო და სადისკუსიო პლატფორმის შეთავაზება.

ფორუმს  სახალხო დამცველის აპარატის, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბავშვთა განვითარების, განათლების და ფსიქოემოციური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.