სახელმწიფო ინსპექტორი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს შეხვდა  

2019-10-28 14:50:41
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს, სოსო რამიშვილს შეხვდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების ამოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე მხარეებმა სამსახურის ახალ ფუნქციაზე და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ლონდა თოლორაიამ სოსო რამიშვილს დეტალურად გააცნო სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე რეფორმები. ასევე, მიაწოდა ინფორმაცია საგამოძიებო ფუნქციის სრულფასოვნად ამუშავებისთვის ჩატარებული სამუშაოების შესახებ.

მხარეებმა უწყებებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. 

2019 წლის 1 ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგამოძიებო ფუნქცია ამოქმედდება. სამსახური სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ ცალკეულ დანაშაულებს გამოიძიებს.