პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
2019-10-23 14:47:31რა არის პერსონალური მონაცემები, ვინ ამუშავებს ჩვენს მონაცემებს, როგორ დავიცვათ და ვის უნდა მივმართოთ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში - ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ სტუდენტებს ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ტრენინგების მენეჯერმა მარიამ ელყანაშვილმა მიაწოდა.
სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელმა სტუდენტების დასმულ კითხვებსაც უპასუხა და მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრა უნივერსიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა. სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში შეხვედრებს მუდმივად მართავს.