სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 10 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა

2019-10-06 11:53:03

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვაკანტურ პოზიციებზე განაცხადების მიღებას აგრძელებს.

მესამე ეტაპზე კონკურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საგამოძიებო დეპარტამენტის ექსპერტ-კრიმინალისტი (2 ვაკანსია); საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიული მუშაკი (8 ვაკანსია).

გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე:
👉 https://bit.ly/2Oo9DJO
👉 https://bit.ly/2pPxIio
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1 ნოემბრიდან საგამოძიებო ფუნქციას განახორციელებს. სამსახური სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ ცალკეულ დანაშაულებს გამოიძიებს.