სახელმწიფო ინსპექტორი შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
2019-09-25 09:58:49
ლონდა თოლორაია ვახტანგ გომელაურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და ამ მიმართულებით ორი უწყების თანამშრომლობის ფორმებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1 ნოემბრიდან საგამოძიებო ფუნქციას განახორციელებს. ცვლილების მიხედვით, სამსახური სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენილ სამოხელეო დანაშაულს გამოიძიებს.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.