შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებთან

2019-08-14 16:57:09

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს ხუან ხოსე აპარისიოს, პოლიტიკის საკითხებში ამერიკის საელჩოს სპეციალისტს მედიკო ქოჩორაძეს და კაროლინა კაუფმანს შეხვდა.

ხუან ხოსე აპარისიომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ლონდა თოლორაიას როლზე ისაუბრა და ინსპექტორს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

პოლიტიკურმა ოფიცერმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოწადინებულია სახელმწიფო ინსპექტორთან თანამშრომლობისთვის და მზად არის მხარი დაუჭიროს დაგეგმილი რეფორმებისა და ღონისძიებების განხორციელების პროცესში.

სახელმწიფო ინსპექტორმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, შეხვედრაზე განხილულ იქნა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ და სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები.

ხუან ხოსე აპარისიომ საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქციების ერთი სტრუქტურის ქვეშ არსებობის სირთულეზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში სახელმწიფო ინსპექტორს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.