შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან
2019-08-13 19:17:20იუნისეფის წარმომადგენლებმა სახელმწიფო ინსპექტორს და მის მოადგილეს აღნიშნულ თანამდებობებზე საქმიანობის დაწყება მიულოცეს.
სახელმწიფო ინსპექტორმა იუნისეფის წარმომადგენლებს სამსახურის მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე აღნიშნულ იქნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვის მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას გეგმავს. ასევე, განხილულ იქნა სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედებასთან დაკავშირებული გამოწვევები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში გამომძიებელთა გადამზადებისა და მათი შესაბამისი ინსტრუმენტებით აღჭურვის საჭიროება.
ღასან ხალილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ძალიან მნიშვნელოვან სფეროებს მოიცავს, რომლებთან დაკავშირებითაც იუნისეფი აქტიურად ითანამშრომლებს უწყებასთან. ღასან ხალილმა სახელმწიფო ინსპექტორს მხარდაჭერა გამოუცხადა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების პროცესში და დახმარება აღუთქვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელთა გაძლიერების კუთხით.
ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა, მილენა ჰარიზანოვამ მედიის საშუალებით არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაზე გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით სახელმწიფო ინსპექტორის მხრიდან ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და იუნისეფის წარმომადგენლები მომავალი თანამშრომლობის გეგმებსა და პროექტებზე შეთანხმდნენ.