შეხვედრა გაეროს წარმომადგენლებთან
2019-07-29 16:12:30
ვლადიმირ შკოლნიკოვმა სახელმწიფო ინსპექტორს აღნიშნულ პოზიციაზე არჩევა მიულოცა და სამსახურის საქმიანობაში აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადა. თავის მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორმა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებს სამსახურის მიმდინარე საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე ასევე, განხილულ იქნა სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედებასთან დაკავშირებული გამოწვევები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლები მომავალი თანამშრომლობის გეგმებსა და პროექტებზე შეთანხმდნენ.
