შეხვედრა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან
2019-07-26 16:41:46
შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო ინსპექტორმა სამსახურის სამომავლო გეგმებზე და ამ გეგმების განხორციელების პროცესში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ასევე, განხილულ იქნა სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მისი ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად ითანამშრომლებს ევროპის საბჭოსთან მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების პროცესში.
