თუ გაქვთ შეკითხვები პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით, ფლობთ ინფორმაციას შესაძლო კანონდარღვევის შესახებ, ან მიგაჩნიათ, რომ თქვენს მონაცემებს უკანონოდ ამუშავებენ - ამ გვერდის საშუალებით შეგიძლიათ მარტივად დაგვიკავშირდეთ და იმოქმედოთ თქვენი და სხვისი უფლებების დასაცავად.
თუ ფლობთ ინფორმაციას შესაძლო კანონდარღვევის შესახებ და გსურთ, რომ აცნობოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, ამ გვერდის საშუალებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ შეტყობინება. ამისთვის პირველ რიგში უნდა შეავსოთ „შეტყობინების“ ველი და მოგვაწოდოთ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია დარღვევის შინაარსის, ადგილის, დროის და სავარაუდო კანონდამრღვევის შესახებ.
შეტყობინების გამოგზავნისას სასურველია მიუთითოთ საკონტაქტო მონაცემები, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში შევძლოთ თქვენთან დაკავშირება. თუმცა, თუ ანონიმურად დარჩენა გსურთ, შეავსეთ მხოლოდ ერთი სავალდებულო ველი.
შეტყობინების გამოგზავნა შეგიძლიათ ჩვენი მობილური აპლიკაციის მეშვეობითაც.
თქვენი შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა.
შემოიტანეთ განცხადება
თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებენ და გსურთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა რეაგირება მოახდინოს, უნდა მოგვმართოთ განცხადებით. განცხადების შემოტანა შეგიძლიათ როგორც ჩვენს ოფისში: თბილისი, ვაჩნაძის ქუჩა № 7, ასევე ელექტრონულად.
ელექტრონული ფორმით განცხადების შემოსატანად შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ განცხადების ფორმა და შევსებული, ხელმოწერილი და დასკანერებული გამოგვიგზავნოთ მისამართზე: office@pdps.ge. სამსახური გთავაზობთ უფრო მოქნილ შესაძლებლობასაც: დარეგისტრირდით საქმის წარმოების სისტემაში, სადაც ერთ ონლაინ სივრცეში შეძლებთ როგორც განცხადების შემოტანას, ასევე მისი განხილვის პროცესისთვის თვალყურის დევნებას და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას.
თქვენ იმყოფებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies)
„მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე „მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან
2019-07-18 11:29:20
მსოფლიო ბანკისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა სხვადასხვა საკითხები განიხილეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის, სახელწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატის, ქართული კანონმდებლობისა და ევროპული რეგულაციებთან შესაბამისობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საბანკო სექტორში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებით, როგორია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პრაქტიკა ამ მიმართულებით და რა მექანიზმებით ახორციელებს სამსახური საბანკო სექტორის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების მონიტორინგს.
ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში პერონალური მონაცემების დაცვის საკითხებზეც.