„108+ კონვენცია: უკეთესი დაცვა ციფრულ ეპოქაში“ - თამარ ქალდანმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
2019-06-14 18:45:3512 ივნისს ქ. სტრასბურგში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „108+ კონვენცია: უკეთესი დაცვა ციფრულ ეპოქაში“, რომელშიც მონაწილეობდა სახელმწიფო ინსპექტორი თამარ ქალდანი.
თამარ ქალდანმა სიტყვით გამოსვლისას, ისაუბრა მოდერნიზებული ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის მნიშვნელობაზე, ევროპის საბჭოს დახმარებით საქართველოში განხორციელბულ პროექტების შედეგებსა და სხვა ქვეყნის საზედამხედველო ორგანეობთან თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითებზე.
კონფერენცია გახსნეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ტორბიორნ იაგლანდმა და ევროპის საბჭოში საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ჟან-ბაპტისტ მატემ. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ჯოზეფ კანატაჩი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხებზე და ჟან ლესი, საფრანგეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ხელმძღვანელი, ასევე იტალიის, ტუნისის, არგენტინისა და ფილიპინების მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ხელმძღვანელი პირები.
კონფერენცია ჩატარდა ევროპის საბჭოს ორგანიზებით და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საფრანგეთის პრეზიდენტობის მხარდაჭერით.