სახელწმიფო ინსპექტორმა პარლამენტს 6 წლიანი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა
2019-05-29 21:46:40„ეს არის, რიგით მე-6 ანგარიში ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ, რომელსაც მე საქართველოს პარლამენტს წარვუდგენ, თუმცა დღეს ახალი სტატუსით მიწევს თქვენ წინაშე გამოსვლა. 2019 წლის 8 მაისს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით ამა წლის 10 მაისიდან უკვე შეიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, შესაბამისად, მე მქონდა პატივი ვყოფილიყავი არა მხოლოდ პირველი და უკანასკნელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, არამედ როგორც უფლებამონაცვლე, ასევე პირველი სახელმწიფო ინსპექტორი ამ ინსტიტუტის ისტორიაში“ - განაცხადა თამარ ქალდანმა.
ინპექტორმა სიტყვით გამოსვლის დროს, ყურადღება გაამახვილა გამოვლენილი სამართალდარღვევების, პრობლემატური საკითხებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ისაუბრა ინსპექტორის რეაგირების შედეგების, გაუმჯობესებული პროცესებისა და პოზიტიური დინამიკის შესახებ.
ასევე, თამარ ქალდანმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედებასა და ახალ უფლებამოვალეობებსაც.
ინსპექტორს ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარლამენტარებმა წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.