სახელმწიფო ინსპექტორმა საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტს წარუდგინა

2019-05-22 17:01:30
სახელმწიფო ინსპექტორმა საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტს წარუდგინა, რომლის მიზანია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

პარლამენტში გამოსვლისას, თამარ ქალდანმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა:

სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადები და სანქციების ოდენობა;
არასრულწლოვანი პირის მონაცემთა დამუშავება;
პირდაპირი მარკეტინგი;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტის შემოღება;
აუდიომონიტორინგის მარეგულირებელი სპეციალური საკანონმდებლო ნორმების შემოღება;
ინციდენტის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის შეტყობინების ვალდებულება;
პროფილირების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
მონაცემთა დამუშავების პრინციპები;
მონაცემთა პორტირების (გადატანის) უფლება და ა.შ

პარლამენტის გადაწყვეტილებით კანონპროექტის ინიცირება განხორციელდება უახლოეს მომავალში.