„პერსონალურ მონაცემთა დაცვა და რისკების შეფასება“ – საჯარო და კერძო სექტორისთვის სამუშაო შეხვედრები გაიმართა

2019-03-14 11:37:43
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესში მოსალოდნელი რისკების ამოცნობა და მათი შეფასება, რისკების შემცირების მექანიზმები - ამ თემებზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მხარდაჭერით, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

 

შეხვედრების ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტმა - მარიო ოსვალდმა განიხილა როგორც რისკების შეფასების მნიშვნელობა, ასევე ამ პროცესის ზოგადი მიდგომები, ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებები და ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) ძირითადი მოთხოვნები. შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ რისკების შეფასების უცხოურ პრაქტიკას და არსებულ გამოწვევებს.

 

შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის („UNDP“) მხარდაჭერით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამწლიანი პროგრამა ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.