პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
2019-02-28 14:12:26შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო მოთხოვნები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მონაცემთა დაცვის სპეციფიკა, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. ასევე, გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც აპარატის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს არსებული პრაქტიკა.
შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის („UNDP“) მხარდაჭერით.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამწლიანი პროგრამა ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.