ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის უფლებები - თამარ ქალდანი ჰელსინკიში კონფერენციას ესწრება
2019-02-28 14:10:58ინსპექტორის გამოსვლის მთავარი თემებია ხელოვნური ინტელექტის გავლენა პირადი ცხოვრებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ სამართლებრივ ჩარჩოზე, მიკერძოებული გადაწყვეტილებებისა და დისკრიმინაციის რისკები, ახალი რეგულაციებისა და გაიდლაინების მნიშვნელობა, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომების უზრუნველყოფის აუცილებლობა მონაცემთა დამუშავების ყველა ეტაპზე, მათ შორის შექმნის პროცესში.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროპის საბჭო და ფინეთის წარმომადგენლობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში.