შეხვედრა კიბერუსაფრთხოების ექსპერტებთან
2017-10-02 11:54:19„ევრაზიის ღია ქსელის“(Open Net Eurasia) პროექტი აერთიანებს ანალიტიკოსებისა და ექსპერტების საერთაშორისო ქსელს პოლიტიკურ ეკონომიკასა და კიბერსივრცის მართვაში. მისი ძირითადი ამოცანებია მდგრადი საინფორმაციო რესურსების შექმნა პოლიტიკისა და ადვოკატირებისთვის, პროფესიული საზოგადოებებისთვის შესაბამისი განთლების მიწოდება და კიბერუსაფრთხოების კუთხით შესაძლებლობების განვითარება. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნეტის განვითარების ინიციატივასთან“ (IDI)თანამშრომლობით ჩატარდა.