ტრენინგი დაინტერესებული პირებისათვის

2017-10-09 11:52:37

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში თემით დაინტერესებული პირებისათვის, კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ციკლი განახლდა.

მას ინსპექტორის აპარატის პროექტებისა და სამართლებრივი ანალიზის მენეჯერი მარიამ ელყანაშვილი უძღვებოდა, რომელიც აუდიტორიას პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპებსა და საფუძვლებზე, ინსპექტორის როლსა და მანდატზე ესაუბრა, ასევე განუმარტა მოქალაქეთა უფლებები და თუ როგორ უნდა მიმართონ ინსპექტორს.

ტრენინგის მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ბიომეტრული მონაცემების დამუშავების, მონაცემების უნებართვოდ გასაჯაროვების, ვიდეოთვალთვალის, სარეკლამო შეტყობინებაზე უარის თქმის საკითხებით. ტრენინგზე თვალსაჩინოებისათვის განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის პრაქტიკაში არსებული მაგალითები.

დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგი ყოველთვიურად იმართება. შემდეგი ტრენინგი ნოემბერში ჩატარდება.