„უცვლელი ღირებულებები ცვლილებების ეპოქაში“ - თამარ ქალდანი საერთაშორისო კონფერენციას ესწრება
2017-10-17 11:50:48პერსონალურ მონაცემთა დაცვის თანამედროვე გამოწვევები, არსებული რეგულაციები, კანონმდებლობა და მონაცემთა დაცვის მექანიზმები – პოლონეთში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიება სახელწოდებით „უცვლელი ღირებულებები და მათი ეფექტიანი დაცვა ცვლილებების ეპოქაში“ პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიღებიდან 20 წლის იუბილეს ეძღვნება.
საქართველოს კონფერენციაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი წარმოადგენს. თამარ ქალდანი უნგრელ და პოლონელ კოლეგებთან, ევროკომისიის წარმომადგენელთან ერთად მოხსენებით გამოდის სადისკუსიო პანელში, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროს გამოწვევებს ეძღვნება.
კონფერენცია პოლონეთის სეიმში იმართება, სეიმის სპიკერის პატრონაჟით. მისი მონაწილეები პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაციების ეფექტიანობის, მონაცემთა დაცვის მექანიზმების, არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ იმსჯელებენ.